"მარმარილოს ზღვაში კატასტროფა ხდება, რომელიც შეიძლება შავ ზღვასაც დაემართოს"
თურქული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც მარმარილოს ზღვაში ხდება და რომელიც შეიძლება მალე შავ ზღვასაც დაემართოს, - საქმე ეხება ფიტოპლანქტონის არნახულ გამრავლებას, რასაც ხელს უწყობს სამრეწველო ნარჩენები და მომწამვლელი, მავნე ნივთიერებები, რომლებიც მარმარილოს ზღვაში ჩაედინება. ფიტოპლანქტონი ზღვის ზედაპირზე და წყალქვეშ რუხი-მოთეთრო ლორწოს სახით არსებობს, რომელიც ხელს უშლის წყალში ჟანგბადის შეღწევას და შესაბამისად, ყოველივე ცოცხალ არსებას დაღუპვით ემუქრება.
„მარმარილოს ზღვის ფსკერზე ისეა ლორწო მოდებული, რომ ხალიჩა გეგონება. თევზები ან დაიღუპნენ, ანდა ლორწოში „გაბმულები“ კომატოზურ მდგომარეობაში არიან. სურათი ისეთია, როგორსაც საშინელებათა ფილმებში ვხედავთ ხოლმე", - წერს გაზეთი "თურქი".
გამოცემის ცნობით, მყვინთავები, რომლებმაც ზღვის ფსკერი გამოიკვლიეს, თავიანთ გაოცებასა და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. თურქეთის წყალქვეშა სპორტის მოყვარულთა ასოციაციის გარემოს დაცვის საბჭოს წევრი და ფოტოგრაფი მეჰფათ აქბაშ ჩიფჩი, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ადგილზე ჩაუყვინთავს და მრავალი არასასიამოვნო სურათის მნახველია, მისთვის მარმარილოს ზღვის ფსკერზე ნანახი ყველაფერს აჭარბებს.
„მარმარილოს ზღვაში ასეთი რამ ადრეც ყოფილა, სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ შემდეგ სწრაფად ქრებოდა. ახლა კი, როცა გავიგეთ, რომ გემლიკის უბეში ლორწოს სქელი ფენა იქმნებოდა, იმავწუთს გავემგზავრეთ. ადამიანი ჯერ ზედაპირს რომ შეხედავს, შეეშინდება, მაგრამ მერწმუნეთ, წყალქვეშ უფრო უარესი სიტუაციაა. აი, სურათებზე ჩანს, რომ ყოველგვარი სიცოცხლე ნადგურდება. თევზებზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლანდელ ლორწოს ვერ უძლებს ის მწვანე წყალმცენარეებიც კი, რომლებიც ადრე გამძლეობით გამოირჩეოდნენ. ისინიც კი იღუპებიან. მთელი ფსკერი ლორწოთია მოფენილი, ირგვლივ სქელი ფაფის ამაგვარი წარმონაქმნია. წყალქვეშ ორნი ვიყავით და ჩემს მეგობარს ნახევარ მეტრშიც ვეღარ ვამჩნევდი“,- უამბობს გაზეთს მეჰმეთ ჩიფჩისი.
გაზეთის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მარმარილოს ზღვაში მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები როგორმე შეამციროს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ლორწოს წარმოქმნას და მისი გამრავლებას ამჯერად ხელი კორონავირუსმაც შეუწყო, როცა ადამიანთა თვითიზოლაციის დროს საყოფაცხოვრებო ნაგვის მოცულობა ძალიან გაიზარდა და ეს ყველაფერი უკონტროლოდ ზღვაში იყრებოდა.
„მარმარილოს ზღვაში ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი კუბმეტრის მოცულობის ნაგავი იყრება. რასაკვირველია, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მოვალეობაა, მაგრამ თითოეულმა მცხოვრებმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ბუნების, გარემოს დაცვა მისი მოვალეობაც არის. თუ ჩვენ მიდგომებს არ შევცვლით, უარესი მოხდება“,- ნათქვამია საგაზეთო სტატიაში.

1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































