პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაგან ერთს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 იანვარს, ბრალდებულმა, რომელიც აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“, მეორე ბრალდებულის, ასევე, ქურდული სამყაროს წევრის, ორგანიზებით და მითითებით, მარნეულის ბაზარში დაზარალებულების მაღაზიაში, მამა-შვილის მიმართულებით არაერთი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებით შვილი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

მკვლელობის უშუალო ამსრულებელი სამართალდამცველებმა 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „ნ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით), 19-109-ე მუხლის „ი“, „ნ“, „მ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით) 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობის ორგანიზატორს და შემკვეთს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-109-ე მუხლის „ი“, „ნ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 25-19-109-ე მუხლის „ი“, „ნ“, „მ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდად; გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით) და 25-187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790758412

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგ...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1790756772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„ვეტოს დაძლევის მექანიზმის საკითხზე მუშაობა მიდის და საბოლოო შედეგი არ ვიცით, თუმცა საბოლოო შედეგი ის თუ იქნება, რასაც აანონსებენ, ეს ძალიან მძიმეა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი

1790756464

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატ...

პროკურატურა

1790754933

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: დიდ წევრ ქვეყნებს სურთ, ევროკავშირის მმართველობაზე ბერკეტი მთლიანად აიღონ და გადაწყვეტილებები პატარა ქვეყნების ნაცვლად მიიღონ

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს აცილების მექანიზმი ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შექმნის იდეას, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო და არის დაფუძნებული წევრი სახელმწიფოების თანასწორ...

ზვიად შალამბერიძე

1790753908

საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა. პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზ...

საქსტატი