მეფე ჩარლზი: საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს, ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა ხალხის საკეთილდღეოდ

ჩვენი ერები ინსტინქტურად ერთნაირი აზროვნების არიან, ამ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს. ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ჩარლზის თქმით, ორი ერის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ აშენებული ალიანსი „ჭეშმარიტად უნიკალურია“  და მათ ბევრი მსგავსება აქვთ.

„ორივე ქვეყანაში სწორედ ჩვენი ცოცხალი, მრავალფეროვანი და თავისუფალი საზოგადოებების არსებობა გვაძლევს ჩვენს კოლექტიურ ძალას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი, ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი თუ არცერთი რწენის მიმდევარი“, – განაცხადა მან.

მონარქის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ბრიტანეთი არასტაბილურ და საშიშ ეპოქაში არიან, მათ წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან დიდია, რომ რომელიმე ერმა მარტომ გაუძლოს.

„მაგრამ ამ არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენი ალიანსი, არ შეიძლება, დაეყრდნოს წარსულ მიღწევებს ან ვივარაუდოთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები უბრალოდ გრძელდება“, – განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777398769

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას. მისივე თქმით, ყველამ კარგად ნ...

ირაკლი კირცხალია

1777396873

ახალი ამბები

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი...

ეკლესია

1777396334

ახალი ამბები

მარნეულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩაში გადაადგილდებოდა. მძღოლმა ბავშვი სამედიცინო დაწესებუ...

პოლიცია პოლიცია

1777394471

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია დედოფალი ელ...

დონალდ ტრამპმა

1777393633

საზოგადოება

ვოლსკი: ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია

„ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა“, –...

გია ვოლსკი