შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მას მაშინვე სიზუსტით უპასუხებდა ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.
როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას სწორედ ასეთი მთავრობის მეთაური სჭირდება - მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს.
„ადგილობრივი პროპაგანდისტი ნატო გოგელია არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით და მას მაშინვე უპასუხებდა წარმოუდგენელი სიზუსტით ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.
სწორედ ასეთი პრემიერი სჭირდება ქართველ ხალხს. მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერის ძლიერ უნარებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი და სახელისუფლებო გუნდი ფასებით კმაყოფილები არ არიან, რაც ინფლაციასთან ბრძოლის აქტიურ ნაბიჯებშიც ჩანს. თუმცა, შედეგებს დრო სჭირდება და ეს პროცესი მხოლოდ ადგილობრივ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული”, - წერს შაკო კუჭაშვილი.
1777387135
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას
პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, დ...
1777387097
საზოგადოებაპარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განც...
1777385807
საზოგადოებამეუფე ნიკოლოზი: უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა,...
1777385697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველო...
1777385634
საზოგადოებაპრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები
ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...



























