ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინული იარაღის ექსპორტი რეალობად იქცევა, დავამტკიცეთ ყველა დეტალი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მსოფლიოში იარაღის ექსპორტს იწყებს.

მისივე თქმით, იარაღმა, რომლის ექსპორტზე გატანასაც უკრაინა გეგმავს, არაერთი შემოწმება გაიარა.

„გაფართოებული შეხვედრა გავმართე უკრაინული იარაღის ექსპორტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. უკრაინული იარაღის ექსპორტი რეალობად იქცევა – ჩვენ დავამტკიცეთ ყველა დეტალი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე. ამჟამად ჩვენი უსაფრთხოების ექსპერტიზა და იარაღი, რომელიც გამოცდილია თანამედროვე ომში, საინტერესოა ყველა პარტნიორისთვის, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის რეალური დონე. ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თანამშრომლობის სპეციალური ფორმატი – დრონების გარიგებები – სპეციალური შეთანხმებები ჩვენი დრონების, რაკეტების, საბრძოლო მასალის და სხვა მოთხოვნადი იარაღის, სამხედრო ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებასა და მიწოდებაზე, პარტნიორების თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციაზე, ასევე ჩვენი ექსპერტიზისა და უკრაინისთვის საჭირო ტექნოლოგიური გაცვლის უზრუნველყოფაზე. დღეს მე დავამტკიცე ამ სახელმწიფოთაშორისი სამუშაოს სფეროები და იარაღის ექსპორტთან დაკავშირებული ბიზნესისთვის ავტომატური ნებართვების შემუშავება“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის განმარტებით, კიევის მიზანია, ისე შეარჩიოს პარტნიორი ქვეყნები, რომ უკრაინიდან ექსპორტირებული იარაღი საბოლოოდ რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.

ზელენსკის განცხადებით, პირველ რიგში, უკრაინის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება იარაღის სხვა ქვეყნებში ექსპორტირება.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, ჩვენს სადაზვერვო სამსახურებთან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, განსაზღვრონ იმ ქვეყნების სია, სადაც ჩვენი იარაღის ექსპორტი შეუძლებელია აგრესორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გამო. სერიოზული გამოწვევაა, თავიდან ავიცილოთ ჩვენი ტექნოლოგიებისა და იარაღის რუსეთის ხელში მოხვედრა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო კოორდინაციას გაუწევს ექსპორტის პროცესებს და იმოქმედებს, როგორც გარანტი, რომ, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების საჭიროებები, ხოლო ექსპორტი განხორციელდება მხოლოდ ჭარბი წარმოების შემთხვევაში, რისი წარმოებაც მწარმოებლებს შეუძლიათ უკრაინაში სახელმწიფო დაკვეთის მიღმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი განსაზღვრავენ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებებს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777398769

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას. მისივე თქმით, ყველამ კარგად ნ...

ირაკლი კირცხალია

1777396873

ახალი ამბები

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი...

ეკლესია

1777396334

ახალი ამბები

მარნეულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩაში გადაადგილდებოდა. მძღოლმა ბავშვი სამედიცინო დაწესებუ...

პოლიცია პოლიცია

1777394471

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია დედოფალი ელ...

დონალდ ტრამპმა

1777393633

საზოგადოება

ვოლსკი: ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია

„ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა“, –...

გია ვოლსკი