ლევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მდიდარმა NGO-ებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია სახელწოდებით „რუსული კანონი“ მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს. ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და „ბედავდა“ კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად „იმიტომ“ და ამ „იმიტომთან“ ერთად, უამრავ შეურაცხყოფას იღებდა, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის შესახებ წარმოებულმა კამპანიამ საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ აგენტურული ოპოზიციური პარტიები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, ადამიანს გადაუარონ, დაამცირონ და ფსიქოლოგიურად გაანადგურონ, თუ მათ მიერ შეთხზულ ზღაპარს ბრმად არ დაიჯერებს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, პოლარიზაციის შესამცირებლად, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც „რუსული კანონის“ კამპანიის ფარგლებში აწარმოეს.

„როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტყვების კონკრეტულ ნაბიჯებად თარგმნა. აგენტურული ოპოზიციისგან, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ებისგან და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტებისგან ხშირად გვინახავს თავდასხმა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რასაც, თავისთავად, კიდევ უფრო გაუზრდია პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ჰქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას, თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია, რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა.

ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი. მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია სახელწოდებით „რუსული კანონი“ მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს. ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და „ბედავდა“ კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად „იმიტომ“ და ამ „იმიტომთან“ ერთად, უამრავ შეურაცხყოფას იღებდა. ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის წაკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას. ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ „სელფის“ გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან „რუსეთუმეს“ იარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა.

დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი. აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები უამრავ ტყუილსა და აღქმას ავრცელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. „შავი ფულის“ გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ყველა მეთოდით ცდილობდნენ საზოგადოების „დაშანტაჟებას“. სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე ქარდს შევეხები, რომ ამ კამპანიის აბსურდულობის მასშტაბი გაგახსენოთ.

კანონის მიღების შემთხვევაში:

• გავიღვიძებდით „ჩელიაბინსკში“.

• ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს.

• ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს.

• ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოჯახებს ფულს ვეღარ გადმოურიცხავდნენ.

• სტუდენტები დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებდნენ.

• ფერმერებს აეკრძალებოდათ გრანტების მიღება.

• როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-ისა და NED-ის დაფინანსება?!

გავიდა 2 წელი:

• არ გაგვღვიძებია „ჩელიაბინსკში“.

• არ აკრძალულა ოპოზიციური მედიასაშუალებები.

• არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები.

• ემიგრანტებს არ შეჰქმნიათ გადმორიცხვის პრობლემა.

• სტუდენტებს არ შეჰქმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა.

• ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას.

• ხოლო რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორივე ეს ორგანიზაცია კრიმინალებად გამოაცხადა, ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 2 წელში არ დადასტურდა, რომ თეთრი შავია. სამაგიეროდ, დადასტურდა ის, რომ აგენტურული ოპოზიციური პარტიები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, გადაგიარონ, დაგამცირონ და ფსიქოლოგიურად გაგანადგურონ, თუ უარს იტყვით, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათ მიერ შეთხზული ზღაპარი დაიჯეროთ.

ახლა, რითაც დავიწყე, იმას მივუბრუნდეთ. მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო. აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას! ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787117359

საზოგადოება

„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს

ხვალ, 20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ ს...

ჯივიპი

1787115865

მსოფლიო

„პოლიტიკო” – აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად დონალდ ტრამპის მაგიდაზეა

აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებს, ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პ...

ტრამპიტრამპი

1787085440

მსოფლიო

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. რუბიოს განც...

 ტომოკო აკანე

1787083440

ახალი ამბები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი დ...

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

1787080602

სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ფინალურ შეხვედრაში კობა ქარუმიძე (55 კგ) ირანელ არმინ საად შამსიპოურჰაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კობა ქარუმიძე