ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული
ვენესუელამ აშშ-ში მადუროს თანამებრძოლის დეპორტაცია განახორციელა. მრეწველობისა და წარმოების ყოფილი მინისტრის, ალექს სააბის ექსტრადიცია, რომელიც კოლუმბიის მოქალაქეა და ამავდროულად ვენესუელურ პასპორტსაც ფლობს.
ვენესუელის მიგრაციის სამსახურის ცნობით, ეს 16 მაისს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ვენესუელის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქეების გაცემას კრძალავს.
„დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, რაც საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ განხილვადი ფაქტია“, - აღნიშნულია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.
ალექს ნაიმ სააბ მორანი ვენესუელის ყოფილი მმართველის, ნიკოლას მადუროს ახლო თანამებრძოლია. თავად მადურო 3 იანვარს ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეიპყრეს და აშშ-ში გადაიყვანეს. სააბს ბრალად ედება მადუროსა და მისი მთავრობისთვის ფულის გათეთრება, რის სანაცვლოდ, მადურომ მას მოქალაქეობა და დიპლომატიური პასპორტი მიანიჭა.
ამერიკელი სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს შეპყრობის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით შექმნილმა ახალმა ადმინისტრაციამ სააბი თანამდებობიდან გადააყენა.
1779017930
საზოგადოებაშიო მესამე: მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ
მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან,...
1779016984
საზოგადოებაჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადებამ ჯანმო...
1779015594
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს
საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტი...
1779013836
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის, - განაცხადა საქართვ...
1779013576
საზოგადოებაპრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია
ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიან...


























