პაკისტანი აცხადებს, რომ ავღანეთთან „ღია ომში“ იმყოფება
პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა მუჰამად ასიფის განცხადებით, მისი ქვეყანა ავღანეთთან ღია ომში იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ხავაჯა მუჰამად ასიფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც წუხელ ავღანეთმა პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონების დაბომბვა დაიწყო. ოფიციალურმა ისლამაბადმა, თავის მხრივ, საპასუხო ცეცხლი გახსნა და ჰაერიდან რაკეტებით ქაბული, ყანდაარი და პაქტია დაბომბა.
„ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ახლა ჩვენს შორის ღია ომია დაწყებული“, - ციტირებს სააგენტო პაკისტანის თავდაცვის მინისტრს.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთსა და პაკისტანს რამდენიმე თვეა დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პაკისტანის ხელისუფლება ავღანეთს შეიარაღებული მებრძოლების მფარველობას აბრალებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ და თავდასხმებს აწყობენ. ავღანეთის ხელისუფლება კი ამბობს, რომ პაკისტანის უსაფრთხოება - ეს ისლამაბადის შიდა პრობლემაა.
1772179562
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილზე: ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას
ასეთი განცხადებები კარგი არის იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს, - გ...
1772178992
საზოგადოებასაქსტატი: იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის...
1772178093
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს წამოსცდა, რომ ჩვენ ვზიანდებით სანქციებს რომ ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდის და ეს როგორ გამოდისო
უკრაინის ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი. როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე უნდა ავაფარ...
1772178007
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სოკოებივით მომრავლებულ მედიაენჯეოებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა
სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის...
1772177179
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი
გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომა...


























