მეტრეველი: ევრობიუროკრატების მოწოდებების ფონზე, საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტაზე, ბულგარეთმა კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო მასალების შეძენა რუსეთიდან
სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას - იცოდე სიმართლე. ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ფაქტია, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა საკუთარი თავისთვის კატასტროფული შედეგების გარეშე.
„სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას - იცოდე სიმართლე.
ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან.
მიზეზი: ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მე-5 და მე-6 ენერგობლოკების შეუფერხებელი მუშაობაა. კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის სისტემებისა და აღჭურვილობის უმეტესობა რუსული წარმოშობისაა.
როგორც ბულგარეთის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი: „მწარმოებლისგან კონსტრუქტორების, ინჟინრებისა, აღჭურვილობის კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების რეგულარული მიწოდება ბირთვული უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“.
კოზლოდუის ატომური ელექტროსადგური ბულგარეთის ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 16%-ს უზრუნველყოფს. სადგურის დახურვა კატასტროფული იქნებოდა ეროვნული ეკონომიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სადგური უკვე განიცდიდა ზარალს არასაკმარისი წარმოების გამო 2026 წლის დასაწყისში.
ფაქტია, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა საკუთარი თავისთვის კატასტროფული შედეგების გარეშე," - წერს მეტრეველი.
1772180103
ახალი ამბებიაბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა - უნიკალური კურორტის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპა...
1772179562
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილზე: ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას
ასეთი განცხადებები კარგი არის იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს, - გ...
1772178992
საზოგადოებასაქსტატი: იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის...
1772178093
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს წამოსცდა, რომ ჩვენ ვზიანდებით სანქციებს რომ ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდის და ეს როგორ გამოდისო
უკრაინის ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი. როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე უნდა ავაფარ...
1772178007
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სოკოებივით მომრავლებულ მედიაენჯეოებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა
სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის...




























