შალვა პაპუაშვილი: სოკოებივით მომრავლებულ მედიაენჯეოებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს.

„სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა. ვინმეს ერთი ხმა მათი გაგიგონიათ?! სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა ქართულ მედიას თავს დაესხა. ეს ხომ ფაქტია და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან უცხო ძალის გამტარებლები საქართველოში, ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს „მეხუთე კოლონა“, რომელმაც, როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველო პარლამენტს და პოლიციელებს, როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772177179

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი

გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი

1772176764

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკ...

გიორგი გამსახურდია

1772174978

საზოგადოება

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამა...

დაკავება, პოლიცია

1772174660

ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...

იმედის ტელევიზია

1772174637

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქ...

აა