შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი
გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიტანეთის სანქციები არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმაა თავისუფალ მედიაზე, ეს კი გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც საგარეო უწყებაში მისულმა ელჩმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთადერთია - ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა.
„რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, დასტურდება, რომ ელჩია, ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე, რაც რა თქმა უნდა თავისთავად არის ძალიან მძიმე. გუშინ, ტრიალებდა მისი ერთ-ერთი ვიდეო - ადამიანი დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალ მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა თავის კაბინეტში და დაიწყო საბაბების შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის. გუშინ ის დაიბარეს საქართველოს საგარეო უწყებაში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა თუ მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენი იმაზე, თუ რა არის მიზანი საბოლოო და საბოლო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, გასუფთავება ველის მათივე პროპაგანდისტებისთვის. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობ და დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“; შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე კეზერაშვილი. სხვათა შორის, ბრიტანეთი გვერდს უვლის ქართულ სანქციებს - კეზერაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ბრიტანეთი არღვევს ქართულ სანქციებს, არ გადმოგცემს კეზერაშვილს და ამით გვერდს უვლის, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად, ჩემი აზრით ეს არის სწორედ მიზანი, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ჩაახშონ მართალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაასუფთაონ საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომელსაც სხვადასხვა შავი სქემებით დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები ვინც ამას ვხედავთ; ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სრული ინფორმაცია და მათ შორის ეს ეხება ბრიტანეთსაც. დასკვნა ერთია: ის ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს და მისი ელჩის საქმიანობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1772176764
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკ...
1772174978
საზოგადოებასამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამა...
1772174660
ახალი ამბებიტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...
1772174637
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქ...
1772174565
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შე...



























