შალვა პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილზე: ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას

ასეთი განცხადებები კარგი არის იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ამგვარად შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი, რომელშიც იგი წერს, რომ „ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება“

„აშანტაჟებენ რისთვის? - საბაბებმა არ დაგვაბნიოს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის ხალხი, რომელიც მათ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. ევროკავშირის ელჩი თავად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. თბილისში ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი თავად იყო ჩართული კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. აფინანსებდნენ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის მიზნით. ეს ყველაფერი არის ფაქტები, რომ საქართველოში 2024 წელს ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი ელჩი ჩართული იყო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში. „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ვხედავთ მუდმივ თავდასხმებს საქართველოს წინააღმდეგ.

ამიტომ ამ შანტაჟის მთავარი სათქმელი არის ის, რომ: „ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენს ნებას და გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეტყვით - თქვენს მოსამართლეებს, პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ, დაგაკანონებინებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას სთხოვენ ახლა ყველას, მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინებთ ამ კანონს. ან რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ, ან არა და მაშინ მოგიწევთ, მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად”. აი, ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროპამ არ იცის ვისთან აქვს საქმე ქართველი ხალხის სახით.

„ამდენი ხანია - 35 წელია, გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც „რკინის ფარდა“ ჩამოიშალა. ჩამოვიდნენ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და „ვეფხისტყაოსანიც“ ორი სტროფი წაიკითხეს. ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება, ქართველ ხალხს უთხრა, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო. პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, ეს რომ გვითხრა. ჩვენი დამოუკიდებლობის სხვადასხვა პერიოდში ვიზები სხვებმა ჩაგვიკეტეს, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, ვიზაც გაგვიუქმეს და ასე შემდეგ. სწორედ ასევე - თავისუფლება გინდა თუ ვიზა?

აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას. აი, კულტურულად რა წარმოდგენა აქვთ საერთოდ სხვა ხალხებზე, რომელი საუკუნის ევროპის წარმომადგენლები არიან საერთოდ, რომ სხვა ხალხებზე ასე ფიქრობენ, რომ გემიდან ჩამოვლენ, დახვდებათ იქ რაღაც უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან, რომ შენ მოგცემ რაღაც სასმელს და ამის სანაცვლოდ მთელ ოქროულობას წამოიღებენ. ასე რომ აცურებდნენ ხალხებს, ეს პერიოდი უკვე დიდი ხანია, წავიდა. ეს ყველაზე კარგად მეტყველებს, თუ რა ღირებულებით უფსკრულში არის დღეს ბრიუსელი, როდესაც ის ფიქრობს, რომ შეუძლია, სხვა ხალხს არჩევანი დაუყენოს თავისუფლებასა და ვიზას შორის. ამაშივე შეურაცხყოფას აყენებს იმ ხალხს, რომ ხალხი აირჩევს ვიზას და არა თავისუფლებას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რომ ევროპა ამას საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთ გზად ასახელებს, პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ 2010 წელს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა სააკაშვილის რეჟიმს მისცა და არა ხალხს.

„შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლა 2010 წელს გაგანია დიქტატურაში ევროკავშირმა მისცა სააკაშვილის რეჟიმს - მხოლოდ რეჟიმს, ხალხს არ მოგვცა. თითქოს, ხალზე რომ ზრუნავენ მისცა სააკაშვილის რეჟიმს, ამ წამების სისტემის შემქმნელს, მკვლელობების ჩამდენებს, ამ სისტემას, მის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა. ასე რომ ამ ტყუილს ქართველი ხალხი არ გაატარებს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772178007

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სოკოებივით მომრავლებულ მედიაენჯეოებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოებს, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის...

შალვა პაპუაშვილი

1772177179

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი

გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი

1772176764

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკ...

გიორგი გამსახურდია

1772174978

საზოგადოება

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამა...

დაკავება, პოლიცია

1772174660

ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...

იმედის ტელევიზია