„პატრიოტები ევროპისთვის“: ზელენსკის მიერ ორბანის მისამართით ნათქვამი სიტყვები მიუღებელია. მუქარა და ძალადობა დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოა

ევროპარლამენტის ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მისამართით გაჟღერებულ მუქარას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ფრაქცია გმობს ზელენსკის საქციელს და აღნიშნავს, რომ მისი ეს სიტყვები დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მისამართით ნათქვამი სიტყვები მიუღებელია. მუქარა და ძალადობა დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას 200 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია, უკრაინა კი დამატებით 90 მილიარდი ევროს რაოდენობის სესხს ითხოვს. პოლიტიკური განხილვისას ფიზიკური ძალადობით მუქარა მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობით რუსეთიდან უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი მიეწოდება.

„პატრიოტები ევროპისთვის“ აღნიშნავენ, რომ ნავთობსადენის არსებობა საჭიროა, რადგან სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ნავთობსადენის მუშაობა დღესდღეობით შეჩერებულია, ხოლო ექსპერტებს საშუალება არ აქვთ ის მოინახულონ და შეაფასონ.

ცნობისთვის, გუშინ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772798664

ახალი ამბები

პესკოვი: ზელენსკიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოლაპარაკებები წარმატებული იყოს

კიევმა იცის, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე წარმატებული მოლაპარაკებების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. „მოლ...

პესკოვი

1772797697

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახ...

საქართველოს ეროვნული ბანკი

1772796419

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს, ჩვენ ველოდებით შედეგებს

ირანულმა მხარემ დრონებით გუშინდელი შეტევის სერიოზულად გამოძიების პირობა დადო. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაც...

ჯეიჰუნ ბაირამოვი

1772795476

ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ინფორმაციას...

ეროვნული სატყეო სააგენტო

1772794280

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს

რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „პოლიტიკოს“ სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სა...

ლევან მახაშვილი