აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა: სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ.
ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად“, - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.
1772790296
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიე...
1772789239
ახალი ამბებიკახა კალაძე „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევაზე: რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მაშინ როცა მთელს რეგიონში რთული მდგომარეობაა, ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა დაუშვებელია. ჟურნალისტების კითხვაზე, რას ემსახურება მედიით გავრცელებული სტატი...
1772789130
საზოგადოებათებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი
თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია. თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოსლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელე...
1772788672
ახალი ამბებიმაჭავარიანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კოსის განცხადებაზე: ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ
„მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით, ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ. ერთი...
1772787635
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: 7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქ...





























