პეტერ მადიარი: 2 აგვისტოს უნგრეთი 44 წლის შემდეგ პირველად სრულად დახურავს ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ მუშაობას დღეს, 2 აგვისტოს, სრულად შეაჩერებს დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
მადიარმა გამოაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის ბოლო მოქმედი ენერგობლოკის მუშაობა ადგილობრივი დროით 01:30 საათზე შეჩერდებოდა, სრულად კი 2 აგვისტოს, ატომური ელექტროსადგურის 44-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, გამოირთვება.
ამავდროულად, თავად „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2 აგვისტოს, გამთენიის 01:30 საათიდან ელექტროსადგურის მხოლოდ მეორე ბლოკი იმუშავებს 50%-იანი სიმძლავრით.
„თუ წყლის დონე კვლავ დაეცემა, ბოლო მოქმედი ბლოკიც გაითიშება, რაც ელექტროენერგიის წარმოების სრულ შეწყვეტას გამოიწვევს; გათიშული ბლოკებისთვის დამატებითი გაგრილება იქნება საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.
„პაკშის“ პრესსამსახურმა უნგრელებს მოუწოდა, უახლოეს მომავალში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, განსაკუთრებით პიკის პერიოდში, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე.
1785612485
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზ...
1785608917
მსოფლიოევროკავშირის სამი ქვეყანა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის
ევროკავშირის სამი ქვეყანა მასშტაბური ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარ...
1785606771
საზოგადოებაგიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა - მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის (LM2-)...
1785604477
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ის ხმაური, რაც „ნაცებში“ და „ალიანსშია“, ბუნებრივი პროცესის გარდა, ხელოვნურიცაა, ეს მათი გარე აქტორების დავალებით ხორციელდება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან არაჯანსაღი პროცესებია, ეს აქტორები ერთმანეთს ვერ იტანენ, ისევე როგორც „ალიანსის“ წევრები ვერ იტანენ ერთმანეთს და მოქმედებენ გარე მითითებების შესაბამისად, - ამის შესახებ...
1785601925
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საქართველოში ექსტრემიზმი და ფაშიზმი დასრულდება, საზოგადოების უმრავლესობა კარგად ხვდება, რომ აგენტები ემსახურებიან ყველას ქვეყნის ინტერესების გარდა
„საქართველოში ექსტრემიზმი და ფაშიზმი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, არაფერი შეუძლია არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, - ამის შესახებ ფრა...


























