ლევან მაჭავარიანი: ის ხმაური, რაც „ნაცებში“ და „ალიანსშია“, ბუნებრივი პროცესის გარდა, ხელოვნურიცაა, ეს მათი გარე აქტორების დავალებით ხორციელდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან არაჯანსაღი პროცესებია, ეს აქტორები ერთმანეთს ვერ იტანენ, ისევე როგორც „ალიანსის“ წევრები ვერ იტანენ ერთმანეთს და მოქმედებენ გარე მითითებების შესაბამისად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან კარგი რადიკალი აქტივისტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობაც შეუძლია.

„ნანუკა ჟორჟოლიანი რა თავმჯდომარე უნდა იყოს, საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა, დრო გვიჩვენებს. ის არის ძალიან კარგი რადიკალი აქტივისტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობაც შეგიძლია. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციაში ამ ძალიან მძიმე მდგომარეობას, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, ერთი მხრივ, ეს არის ბუნებრივი პროცესები, ვინაიდან ბოლომდე გამარგინალებულები არიან.

რაც არ უნდა დაირქვან - „ნაცები“, „ახალი“, „ლელო“ თუ „გახარიები“, აბსოლუტურად ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება. ის ხმაური, რაც „ნაცებში” და „ალიანსშია“ ატეხილი ბუნებრივი პროცესის გარდა ხელოვნურიცაა, ვინაიდან ეს მათი გარე აქტორების დავალებით ხორციელდება, რომლებმაც ფსონი არსებულ კომფიგურაციაზე ბევრჯერ დადეს და „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785595197

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი, აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“, - აცხ...

თამარ იოსელიანი

1785592607

საზოგადოება

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანმა...

ალბი კორძაია

1785592553

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს, უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის ს...

თინა ბოკუჩავ

1785590866

საზოგადოება

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შე...

დაკავებულია ერთი პირი

1785589066

საზოგადოება

გონიოში მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაწყებულია გამოძიება

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ცნობით, გონიოში 35 წლამდე კაცი მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთა...

პოლიცია პოლიცია