ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ექსტრემიზმი და ფაშიზმი დასრულდება, საზოგადოების უმრავლესობა კარგად ხვდება, რომ აგენტები ემსახურებიან ყველას ქვეყნის ინტერესების გარდა

„საქართველოში ექსტრემიზმი და ფაშიზმი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, არაფერი შეუძლია არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, რომ აგენტები ემსახურებიან ყველას საქართველოს ინტერესების გარდა.

„სურათი უცვლელია, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, ეს აქტორები რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე და პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით, მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს და გარე ძალებისგან, რომლებიც ჩვენ შიდა საქმეებში უხეშად ერევიან შველას ელოდებიან.

გარე ძალების მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციას „გაიდლაინი“ გადასცა, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით. ეს ექსტრემიზმი და ფაშიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

არაფერი არ შეუძლია, არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, იმავე ლომჯარიას და გიგაურებს, ისინი არიან გაშიფრული. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, ვის ემსახურებიან ეს აგენტები. ისინი ყველას და ყველაფერს ემსახურებიან საქართველოს ინტერესების გარდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785592607

საზოგადოება

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანმა...

ალბი კორძაია

1785592553

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს, უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის ს...

თინა ბოკუჩავ

1785590866

საზოგადოება

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შე...

დაკავებულია ერთი პირი

1785589066

საზოგადოება

გონიოში მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაწყებულია გამოძიება

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ცნობით, გონიოში 35 წლამდე კაცი მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთა...

პოლიცია პოლიცია

1785587247

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში

ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პა...

ლევან მაჭავარიანი