ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება
ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების მიერ დაწყებული ფიზიკური და ვერბალური პროვოკაცია გახდა ფიზიკურ დაპირისპირების დაწყების მიზეზი.
„არასასიამოვნო, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ, ვთქვათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება.
პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
1782751421
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: თანახმა ვართ, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას შესაბამისი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ. „ეჭვი ჰქონდათ კონკრეტუ...
1782750178
მსოფლიოევროკომისია: ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად
ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. „ეს თვე მხოლოდ ზ...
1782748818
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რ...
1782748029
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართ...
1782747414
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის
ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმ...



























