ცოტნე ივანიშვილი: მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან, - ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, კადრებში ნათლად გამოჩნდა, გახარიას პარტიის წევრების მიერ მიყენებული არაერთი ვერბალური შეურაცხყოფა, თუმცა, სამწუხარო და ქვეყნისთვის ცუდი უწოდა ფიზკური დაპირისპირების ფაქტს. ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ არაერთი ქვეყნის პარლამენტში ხდება მსგავსი სახის კონფლიქტი.

„კადრები თუ ნახეთ, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა, რომ ვერბალურიც იყო. როგორც უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. - საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები, რაც აგრეთვე ძალიან უშნოა, რა თქმა უნდა. ცოტა სასაცილოა გამოძიებასთან დაკავშირებით ამდენად ყურადღების გამახვილება, იმ ფონზე, რომ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ძალიან ხშირი არის," - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა. ოპოზიციური არხის ჟურნალისტის შეფასებით, ამ განცხადებით, ივანიშვილი "მწვანეს უნთებს პარლამენტში მოქმედ თანამდებობის პირზე ძალადობას."

ჟურნალისტის შეფასების საპასუხოდ, ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა: "არსებობს ფილოსოფიურ ლოგიკაში ე.წ. ჩალის კაცის არგუმენტი, როდესაც მოსაუბრის თეზისს ამახინჯებ, იმისთვის, რომ დამახინჯებულ თეზისს შეუტიო. მე როდის ვთქვი რომ ჩვეულებრივი ამბავია? მე ვთქვი ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ცუდი დასანახი".

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782753186

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები

სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782752591

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენც...

ცოტნე ივანიშვილ

1782751421

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: თანახმა ვართ, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას შესაბამისი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ. „ეჭვი ჰქონდათ კონკრეტუ...

გიორგი პატარიძე

1782750178

მსოფლიო

ევროკომისია: ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად

ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. „ეს თვე მხოლოდ ზ...

ევროკომისია

1782748818

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რ...

მარიამ ქვრივიშვილ