მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები

სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782748818

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რ...

მარიამ ქვრივიშვილ

1782748029

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1782747414

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის

ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმ...

მარიამ ქვრივიშვილ

1782747134

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში

ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია, - განაცხადა ეკო...

მარიამ ქვრივიშვილ

1782747081

საზოგადოება

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი...

საქართველოსა და ყაზახეთი