პოლონური მედია: ქართველი მძღოლი დააკავეს, რომლის ავტომობილში სირიის 23 მოქალაქე აღმოაჩინეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს:
"ინციდენტი ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტთან მოხდა, როდესაც ზაკოპანეში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა ავტობუსის მძღოლს, შემოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა და სიჩქარის მომატების შედეგად პოლიციის მანქანას დაეჯახა.
არავინ დაშავებულა, თუმცა შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტობუსში, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა, 23 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა.
დაკავებული უცხოელები ზაკოპანეში სასაზღვრო დაცვის პუნქტში გადაიყვანეს. ისინი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი სლოვაკეთიდან პოლონეთამდე.
სირიელ ლტოლვილებთან ერთად დააკავეს საქართველოს 32 წლის მოქალაქეც, ვინაიდან ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, სირიელ ლტოლვილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში, სავარაუდოდ, სწორედ ის დაეხმარა.
23 დაკავებული უცხოელიდან პასპორტი 22 მათგანს არ აღმოაჩნდა.
დადგინდა, რომ არალეგალები შენგენის ზონაში ფეხით ჩავიდნენ სერბეთიდან, შემდეგ უნგრეთის და სლოვაკეთის გავლით მანქანით პოლონეთში, სადაც ისინი 6 დეკემბერს დააკავეს", - წერს პოლონური მედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი
* თამარ გაბუნია: ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის
1782392240
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმა...
1782391376
ახალი ამბებიიტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკიდურესი სიცხის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში უკიდურესმა სიცხემ ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის დიდ ნაწილში ტემპერატურამ 41°C-ს (106°F) მიაღწია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. მას შემდეგ, რაც 23 ივნისს მი...
1782389967
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ
„ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი დამსახ...
1782388707
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1782388501
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...































