"პუტინი აგრესორია, ახლა კი შედეგებს მიიღებენ" - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.
„პუტინი აგრესორია. პუტინმა ეს ომი აირჩია. ახლა კი ის და მისი ქვეყანა შედეგებს მიიღებენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია რუსეთს ძვირი დაუჯდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად.
„პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული იქნება.
პუტინის არჩევანი უკრაინასთან სრულიად გაუმართლებელი ომის თაობაზე რუსეთს უფრო სუსტს გახდის და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. სანქციების თანახმად, აშშ-ში აღნიშნული ბანკების ანგარიშები დაიბლოკება.
„ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში.
ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:
⚫ რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
⚫ რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება
⚫ რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
⚫ სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. კიევში დღეიდან "კომენდანტის საათია" დაწესებული.
ამავე თემაზე:
🔳 რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგურში მომუშავე პერსონალი მძევლებად აიყვანეს
🔳 ბრიტანეთმა რუსული აქტივები გაყინა - ბორის ჯონსონმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა
🔳 რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს
🔳 ესპანეთის პრემიერი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...





























