რობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის.

„სლოვაკეთი - ამაყი და სუვერენული ქვეყანაა, ხოლო მე - ამაყი და სუვერენული სლოვაკი ვარ. თუ სლოვაკეთში ნავთობის მიწოდება ორშაბათს არ აღდგება, ვთხოვ სახელმწიფო კომპანია SEPS-ს, შეწყვიტოს ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება უკრაინისთვის“, - დაწერა ფიცომ სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, მხოლოდ 2026 წლის იანვარში სლოვაკეთის მიერ მიწოდებულმა ელექტროენერგიამ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის სტაბილიზაციის საშუალება მისცა.

ფიცოს თქმით, უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობა მხოლოდ უკრაინის სასარგებლოდ არ უნდა ვითარდებოდეს.

„უკრაინის პრეზიდენტს არ სურს, რომ გაიგოს ჩვენი სამშვიდობო მიდგომა და ბოროტი განზრახვით ექცევა სლოვაკეთს იმის გამო, რომ ის ომს მხარს არ უჭერს. მან სლოვაკეთში ჯერ გაზის მიწოდება შეწყვიტა და 500 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი მოგვაყენა. ახლა მან ნავთობის მიწოდება შეაჩერა, რაც ჩვენ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს და ლოგისტიკურ სირთულეებს გვიქმნის. თუ დასავლეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებას არ ეწინააღმდეგება, სლოვაკეთი ვერ აღიქვამს სლოვაკურ-უკრაინულ ურთიერთობებს, როგორც ბილეთს ერთი მიმართულებით, რომელიც მისაღებია მხოლოდ უკრაინისთვის“, - დაწერა ფიცომ.

სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის პერსპექტივის საკითხსაც გამოეხმაურა.

„პრეზიდენტ ზელენსკის სლოვაკეთთან, როგორც მტრულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით მიუღებელი საქციელის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როცა უარი განვაცხადე სლოვაკეთის ჩართვაზე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევრო ოდენობის სამხედრო კრედიტის გამოყოფის საქმეში“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771668313

საზოგადოება

ირინა სარიშვილი: ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლის დასაწვავად. ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს. მის განცხადებაში საუბარია, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება იმისთვის,...

პოლიტიკოსი

1771665915

მსოფლიო

იან კელი დონალდ ტრამპს აფრთხილებს: სცადეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევა და ნახავთ, რა მოხდება

 ამერიკელი დიპლომატი, იან კელი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით გადააჭარბა თავ...

იან კელი

1771661788

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-თან ბირთვული შეთანხმების პროექტი მზად 2-3 დღეში იქნება

შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მზადების შესახებ იუწყება. მისი თქმით,...

აბას არაღჩი

1771660576

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაიწარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ მათ თავად აღიარეს ეს დანაშაული

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 8 ბრალდებულის მიერ დანაშაულის...

გიორგი სოსიაშვილი

1771658756

საზოგადოება

ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყ...

ლევან კარანაძე