ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას

ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწილმაც დანაშაული აღიარა და პროკურორებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარეობს მათი მოთხოვნაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას.

რაღაც პერიოდი მათ ეგონათ, რომ დასავლეთის ის ძალები, რომლებიც მათ ამ გადატრიალებაში უჭერდნენ მხარს, მათ პასუხისმგებლობიდან დაიხსნიდნენ, მაგრამ რომ დაინახეს, რომ ეს არარეალისტური იყო და საქართველოს ხელისუფლება ასეთი ტიპის ზეწოლებს არ ექვემდებარება, გადაწყვიტეს, რომ დანაშაული აღიარონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771665915

მსოფლიო

იან კელი დონალდ ტრამპს აფრთხილებს: სცადეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევა და ნახავთ, რა მოხდება

 ამერიკელი დიპლომატი, იან კელი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით გადააჭარბა თავ...

იან კელი

1771661788

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-თან ბირთვული შეთანხმების პროექტი მზად 2-3 დღეში იქნება

შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მზადების შესახებ იუწყება. მისი თქმით,...

აბას არაღჩი

1771660576

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაიწარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ მათ თავად აღიარეს ეს დანაშაული

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 8 ბრალდებულის მიერ დანაშაულის...

გიორგი სოსიაშვილი

1771658756

საზოგადოება

ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყ...

ლევან კარანაძე

1771658645

საზოგადოება

რევაზ ნადარაია: საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს! - საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი საზოგადოების საერთო კუთვნილება გახდა, ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს ულოცავს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავ...

რევაზ ნადარაია