ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს გლობალურ ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ICAO-მ გლობალური ელჩების პროგრამა წელს პირველად დაიწყო.

ორგანიზაციის 193 წევრი სახელმწიფოდან ამჟამად მხოლოდ 24 გლობალური ელჩი არის შერჩეული.

ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით ავიაციის სექტორის მნიშვნელობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას.

პროგრამის ფარგლებში ლევან კარანაძე განახორციელებს საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს, მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ღონისძიებებში, მედიასთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრებში ავიაციის პროფესიებისა და სექტორის პოპულარიზაციის მიზნით.

გლობალური ელჩის მანდატი ორი წლის ვადით განისაზღვრა და განხორციელდება ICAO-ს 2026–2050 წლების სტრატეგიული გეგმის მხარდაჭერის ფარგლებში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771620889

მსოფლიო

ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კონტინენტი „ამოუცნობი“ გახდა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, როგორებიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკ...

დონალდ ტრამპი

1771619064

ახალი ამბები

ჩიხელიძე გვარამიას ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტზე: თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!

„ბატონო ნიკოლოზ, გახსოვთ 2006 წლის შემოდგომა, როდესაც პარლამენტი ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტის მიღებას გეგმავდა? დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუმცა თქვენი დღევანდელი პოზიციის გათვალისწინებით, საჭირ...

დავით ჩიხელიძე

1771618472

ახალი ამბები

მერცი: რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აუტანელ ნაცისტურ პროპაგანდას აწარმოებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შტუტგარტში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა, იუწყება Deutsche Welle. მერცმა რუსეთი უკ...

 ფრიდრიხ მერცი

1771615557

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფების დაწესებისთვის ალტერნატიულ ორგანოებს დაეყრდნობა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო, ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს ტარიფების დაწესების ალტერნატიული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შე...

ტრამპიტრამპი

1771613211

სპორტი

საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უკვე დაასრულა. საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად...

საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა