ლევან მახაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე: საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის - კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს
კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწილმაც დანაშაული აღიარა და პროკურორებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
„საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის. ეს ადამიანები მიუშვეს წინა ხაზზე, მიუშვეს დაპირისპირებისთვის სამართალდამცველებთან და კანონთან, კანონის უზენაესობასთან.
კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. წინასწარ ვერ გეტყვით, პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს ზოგადი პოზიციაა, ჩვენ მოსმენილი გვაქვს პროკურატურისგან, რომ თუ ეს ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, გულწრფელად ინანიებენ, პროკურატურა მზად იქნება საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის. თუმცა, როგორ, რა პირობით, ეს სრულად არის პროკურატურის გადასაწყვეტი“, - განაცხადა მახაშვილმა.
4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.
1771660576
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაიწარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ მათ თავად აღიარეს ეს დანაშაული
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 8 ბრალდებულის მიერ დანაშაულის...
1771658756
საზოგადოებალევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყ...
1771658645
საზოგადოებარევაზ ნადარაია: საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს! - საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი საზოგადოების საერთო კუთვნილება გახდა, ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია!
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს ულოცავს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავ...
1771657426
საზოგადოება„ბორჯღალოსნები“ დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი...
1771655472
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში...



























