„როიტერი“ – რუსეთი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს გეგმავს

რუსეთი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს გეგმავს, – ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ მოსკოვი ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისს ებრძვის.

„როიტერის“ წყაროების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ივლისის პირველ ნახევარში იაპონიის ჩიბას პორტიდან, სულ მცირე, 200 000 ბარელი თვითმფრინავის საწვავი ჩაიტვირთება და ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი, შუამავალი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით, რუსეთში გაიგზავნება.

წყაროების ცნობით, ტვირთი ერთი ტანკერიდან მეორეზე დაიტვირთება და რუსეთში საზღვაო გზით გაიგზავნება.

„როიტერი“ წერს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწყობებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსკოვი საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს. წყაროების განცხადებით, რუსი ფერმერები შიშობენ, რომ, შესაძლოა, წელს მოსავლის აღება ვერ შეძლონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783098185

მსოფლიო

იტალია შეშფოთებას გამოხატავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით

იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროკავში...

რუსეთის  პატრიარქი

1783096670

მსოფლიო

Euronews: უკრაინა ნატოს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდებს რუსეთის სასტიკი დაბომბვის შემდეგ

„უკრაინა მოუწოდებს პარტნიორებს, მიაწოდონ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები მას შემდეგ, რაც 2 ივლისს განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო თავდასხმამ, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, - წერს...

უკრაინა ნატოს

1783095537

საზოგადოება

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რ...

თურქეთის რესპუბლიკაში

1783092048

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა არჩევნებში ხმის მიცემის ახალი წესები დაამტკიცა - განსაზღვრულია 730-დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქალაქეს, ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, სომხეთში ფაქტობრივად გატარებული უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 366 დღე

სომხეთის ეროვნულმა კრებამ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით და სრულად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში „რეფერენდუმის შესახებ“. „არმენპრესის“ ცნ...

სომხეთისომხეთი

1783090132

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება, როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ, თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება

სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანშ...

 რატი იონათამიშვილი