რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფის ბრალდებით თურქ კომიკოსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფის ბრალდებით თურქ კომიკოსს, დენიზ გოქთაშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პროკურატურამ მისი სასცენო გამონათქვამების გამო გამოძიება დაიწყო.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარე კვირის დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გოქთაშის მიერ გავრცელებულ კონტენტში „დანაშაულებრივი გამონათქვამები“ გამოვლინდა. პოლიციამ ის თურქეთში დაბრუნებისას სტამბოლის აეროპორტში დააკავა,
პროკურატურის ცნობით, გოქთაშმა რელიგიური ღირებულებები სტამბოლში გამართული სტენდაფ წარმოდგენის დროს შეურაცხყო, სადაც ის ერდოღანს, ყურანსა და დაპატიმრებულ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს შეეხო. გოქთაშის ადვოკატის, მეტინ ასლანის განცხადებით, ბრალდებებს შორის პრეზიდენტის შეურაცხყოფაც ფიგურირებს.
პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში გოქთაშმა ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ხუმრობები არც რელიგიური ღირებულებებისა და არც ყურანის მიმართ შეურაცხყოფას არ წარმოადგენდა. გოქთაშის განცხადებით, ერდოღანის „დიქტატორად” მოხსენიება პოლიტიკური განსაზღვრება იყო და არა შეურაცხყოფა.
1783092048
მსოფლიოსომხეთის პარლამენტმა არჩევნებში ხმის მიცემის ახალი წესები დაამტკიცა - განსაზღვრულია 730-დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქალაქეს, ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, სომხეთში ფაქტობრივად გატარებული უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 366 დღე
სომხეთის ეროვნულმა კრებამ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით და სრულად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში „რეფერენდუმის შესახებ“. „არმენპრესის“ ცნ...
1783090132
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება, როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ, თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება
სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანშ...
1783089540
მსოფლიოPOLITICO: ბელგიის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლშია - სიცხის ტალღამ 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ბელგიის მთავრობა მზარდი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებებმა გასული კვირის რეკორდული სიცხეები 1200-ზე მეტ დამატებით გარდაცვალებას დაუკავშირეს - ამ ფაქტმა ოპოზიციური პარტიები აი...
1783089047
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა...
1783088289
ახალი ამბებიმძღოლს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. ინფორმა...





























