რატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება, როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ, თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება
სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს ოპონენტების კრიტიკას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი, რომელიც ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე მიდის.
„ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის კლასიკურ მაგალითს. თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება, როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ, თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება. ეს ე.წ. შემფასებლები ორივე მიმართულებით ობიექტურები ვერ იქნებიან და სადღაც იტყუებიან. იტყუებიან იქ, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, მერე იხმარენ ჯო უილსონს, ის კიდევ თავისებური, წინასწარ დაწერილი მესიჯებით გამოდის და ამაზე ცდილობენ დღის წესრიგის აგებას.
ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ. არც ჩვენს ოპოზიციას გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. აქაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და რეალური სურვილები. სინამდვილეში მათ არც ჩვენი ქვეყანა აინტერესებთ, არც მშვიდობა, უფრო მეტიც, ეშინიათ მშვიდობის და ძალიან არ აწყობთ, რომ უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
1783086356
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს....
1783084767
საზოგადოებაფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფ...
1783084382
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1783082993
ახალი ამბებიTbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თ...
1783081454
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი, ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში
სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიან...




























