რუსული თვითმფრინავი, რომელმაც დაარღვია შვედეთის საჰაერო სივრცე, აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით - TV4
შვედური ტელეარხის TV4-ის ინფორმაციით, რუსული გამანადგურებლები, რომლებმაც მარტის დასაწყისში შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბირთვული იარაღით იყვნენ აღჭურვილნი.
წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი იყო მიზანმიმართული დაშინების მცდელობა.
ტელეარხის ცნობით, ოთხი რუსული გამანადგურებელი - ორი Su-24 და ორი Su-27 - კალინინგრადის საჰაერო ბაზიდან აფრინდა.
ამავდროუად, წყარო ამტკიცებს, რომ შვედეთის საჰაერო ძალების ორმა თვითმფრინავმა ( JAS 39 Gripen) გადაიღო რუსული თვითმფრინავის სურათები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ისინი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შვედეთის საჰაერო ძალებს გაზრდილი მზადყოფნა ჰქონდათ და მალევე აღმოაჩინეს, რომ რუსული თვითმფრინავები ბალტიის ზღვაში მდებარე შვედური კუნძულის, გოტლანდის ცისკენ მიემართებოდნენ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა.
შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვა ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე, იყო თუ არა რუსული გამანადგურებლები ბირთვული იარაღით აღჭურვილი, მაგრამ დაადასტურა, რომ საჰაერო სივრცე განზრახ იქნა დარღვეული.
"ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც შეგნებულ მოქმედებას. გავაანალიზეთ ინცინდენტი და ყველაფერი იმაზე, მეტყველებს, რომ მათ განზრახ დაარღვიეს შვედეთის საჰაერო სივრცე", - თქვა საჰაერო ძალების უფროსმა კარლ-იოჰან ედსტრომმა.
რუსული გამანადგურებლების მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია 2 მარტს გავრცელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რას უნდა ველოდოთ 2023 წელს და ვანგას რომელი წინასწარმეტყველება ახდა 2022 წელს
1791456032
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...
1791455673
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....
1791454911
ახალი ამბებისგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...
1791454427
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...
1791452027
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...


























