სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი მეზღვაური გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ტყვედ ჰყავდა აყვანილი - უკრაინის ვიცე-პრემიერი
სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი მეზღვაური გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ტყვედ ჰყავდა აყვანილი, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს.
ირინა ვერეშუკის თქმით, გაცვლის შედეგად სახლში ბრუნდება მეზღვაურები კუნძულ ზმეინიდან.
„დღეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ტყვეების პირველი სრულმასშტაბიანი გაცვლა განხორციელდა. ტყვედ აყვანილი 10 ოკუპანტის სანაცვლოდ, ჩვენი ათი სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ. დღესვე, რუსებთან გავგზავნეთ 11 სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ჩვენ გადავარჩინეთ ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან. ამ გაცვლის შედეგად, სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებმა აიყვანეს კუნძულ ზმეინიზე“ , - განაცხადა ვერეშუკმა.
ვიცე პრემიერმა დასძინა, რომ სამაშველო გემი „საფირი“ ასევე დაუბრუნდება უკრაინას, რომელსაც თურქეთის პორტში გადაიყვანენ.
ასევე საინტერესოა:
🔵 ღარიბაშვილი: დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...





























