თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციურ პარტიებს ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ, ჩვენ პოლიტიკურად არ მოვწონვართ, მაგრამ ერთმანეთს თავიანთი პატრონების მიერ გამოყოფილ ლუკმას ედავებიან
ოპოზიციურ პარტიებს ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად დირექტივისა, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ს გაძარცვაზე პროკურატურამ ბრალდება წაუყენა და გაასამართლა, ერთი ამბავი ატეხეს პოლიტპატიმარიაო. ახლა თავადვე ამბობენ, რომ თურმე გაგვძარცვესო. ეს ხალხი უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული და მომართულია. როგორც ჩანს, იქაც სხვადასხვა წრეებია და სხვადასხვა წრეებს გადაკიდებული და მათგან მართული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს ადამიანურად ვერ იტანენ.
ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დირექტივა მოუვათ, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად. რამდენი ხნის წინ გითხარით, რომ ისინი ერთმანეთთან ვერ გაძლებენ, დაიშლებიან და ერთმანეთს დაჭამენ. შეკრებილან სერიოზულად?! რა თქმა უნდა არა.
ახლა იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ერთმანეთს პოლიტიკურად არ ეთანხმებიან, ნახეთ, ბრალს ერთმანეთს რაში დებენ. ერთი ამბობს, რომ ამდენი ფული, რომ მქონდეს გიყიდიდი და რასაც მინდა იმას გაგიკეთებდი. მეორე ამბობს, რომ შენ ფული გაქვს აღებული და სული გაქვს მიყიდული. რა თემებზე ლაპარაკობენ, პოლიტიკურ თემებზეც არ საუბრობენ. ერთმანეთს დებენ ბრალს, რომ ორი კაპიკის გამო გამყიდველები და შიდა დისონანსის შემტანი არიან“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, პატრონებს დაუმტკიცოს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა თავადაა და თანხებიც მას უნდა გადაურიცხონ, დავაც სწორედ ამაზეა.
„თავის პატრონებთან ყველას უნდა დააფიქსიროს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა თვითონაა. ეს თანხები, რომელიც იქიდან მოდის უკვე შეზღუდულია, აქ მარტივად ვეღარ აღწევს. პატრონებს ეუბნებიან, რომ იმას კი არ მისცე, მე ვარ მთავარი ძალა და მე მომეციო, ომი ამაზეა გაჩაღებული.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მძაფრ ოპონირებას ვუწევთ, ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ, რადგან თენგიზ შარმანაშვილი და ლევან მაჭავარიანი იმ დაფინანსებაში მათი კონკურენტები არ არიან. მათ პოლიტიკურად, რომ არ მოვწონვართ ეს დიდი არაფერია, მაგრამ ისინი ერთმანეთს იმ ლუკმას ედავებიან, რომელიც გამოყოფილია. ამიტომ, ჩემზე და სხვებზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1787299333
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში...
1787298292
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტრო: ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამ...
1787297485
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფ...
1787295958
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ...
1787295900
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირიდააკავეს. ი...































