გიორგი გაბუნია: სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში
„სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
დეპუტატი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ ვინმემ ჩვენს ქვეყანას და მის ინტერესებს მიაყენა ზიანი, იყვნენ სწორედ მდიდარი „ენჯეოები“. განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს, არის კარგი დასტური და ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოქმედებენ და მოქმედებდნენ ეს ძალები წლების განმავლობაში. სჯობს, საკუთარ წარსულს გადახედონ და ცოდვები მოინანიონ.
სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო“, - აღნიშნა გაბუნიამ.
1787301262
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე NGO-ებს: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეკა გიგაურის, თინა ხიდაშელის, გიორგი მშვენიერაძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება. ანანიძის...
1787300550
ახალი ამბებიკახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან. როგორც მან სოციალუ...
1787300475
ახალი ამბებიკახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განა...
1787299333
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში...
1787298292
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტრო: ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამ...































