გიორგი გაბუნია: „ოპოზიციის ალიანსი“ იყო სრული ფარსი
„ე.წ. ალიანსის ჩამოყალიბება როდესაც მოხდა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს სრული აბსურდი იყო, თითქოს, ე.წ რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდა და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლას აპირებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პოლიტიკური ძალების მიზანი დაფინანსების სანაცვლოდ, გარე ძალებისგან დავალებები მიეღოთ და შეესრულებინათ.
„რეალურად ეს ალიანსი იყო სრული ფარსი. უბადრუკი და არარაობა სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ბოლოდროინდელი პოსტებით ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მის გვერდით მყოფი თანამებრძოლები, მისი გუნდის წევრები როგორი უბადრუკები და არარაობები არიან. წლების განმავლობაში ისინი ფულზე გაყიდული აგენტები იყვნენ, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მათ საკუთარი პოლიტიკური ხედვები არასდროს ჰქონიათ. ისინი ყოველთვის გარე დავალებების შემსრულებლები იყვნენ და ხან ერთ და ხან მეორე ძალაზე იყიდებოდნენ.
სააკაშვილს პრინციპში მადლობა ეკუთვნის იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ გამოამზეურა წლების განმავლობაში გვერდით როგორი თანამოაზრეები ჰყავდა. ის ხალხი, რომელსაც გუნდს უწოდებდა, რა ადამიანებით იყვნენ დაკომპლექტებული.
რეალურად ამ ადამიანებს სააკაშვილია კომპლექსი აქვთ. გვარამიამ სცადა სააკაშვილისგან დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება და სააკაშვილი კიდეც გააკრიტიკა. ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ როგორი არარაობაა სააკაშვილთან შედარებით. მცდელობა, რომ სააკაშვილის კომპლექსისგან გათავისუფლდნენ, წარუმატებელია, რადგან პოლიტიკური და აგენტურული საქმიანობა როდესაც დაიწყეს, მათ თავიანთი ქვეყანა დააზიანეს.
სააკაშვილის წამოჩიტული ბიჭები და გოგოები არიან. ამ კომპლექსს და ამ ისტორიას ისინი ვერასდროს დააღწევენ თავს. რეალურად ეს ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა ჰქონდა – დაფინანსების სანაცვლოდ, გარე დავალებები და კონკრეტული ამოცანები მიეღოთ და ეს ამოცანები შეესრულებინათ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს იყო მათი ერთადერთი მრწამსი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამწუხაროდ გარკვეულწილად განახორციელეს და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მათი მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად“, - აღნიშნავს გაბუნია.
1787298292
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტრო: ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამ...
1787297485
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფ...
1787295958
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ...
1787295900
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირიდააკავეს. ი...
1787294160
ახალი ამბებიგაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის...































