თეა წულუკიანი: დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ოპოზიცია არის სათამაშო კამათელი ამ დიდი ძალების ხელში

„დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ოპოზიცია არის სათამაშო კამათელი ამ დიდი ძალების ხელში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის გამჭრიახობა და მისი პრინციპულობა, რომ არა საქართველო უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.

„დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ეს მე PACE-ზეც ვთქვი და გაიყურსა ყველა. 2022 წლიდან მიზანმიმართულად ვისჯებით მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით კონკრეტული ოფიციალური პირების შემოთავაზებაზე, რომ ჩავრთულიყავით ომში და ვიღაცების, ამ დიდი ძალების გიჟურ ავანტიურაში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც გულისხმობდა უკრაინა-საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ცეცხლის აალებას და ამით ვითომ რუსეთის შესუსტებას.

ეს არ იყო მოჩვენება, ეს იყო კონკრეტული ზეწოლა და შემოთავაზებები, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ თქვა უარი. ამის შემდეგ დაიწყო სადამსჯელო ღონისძიებები თვითონ ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ოჯახის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, კოლექტიური მმართველი გუნდის წინააღმდეგ.

ჩვენ მაინც დღემდე მოვათრევთ ამ ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ თან მოვდივართ და თან თავში გვირტყამენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უბედურება. ჩვენ თვითონ უბედურების თაობა ვართ, ჩვენ ხომ ჩვენი თვალით გვინახავს ომი.

ივანიშვილის გამჭრიახობა, მისი პრინციპულობა რომ არა, ჩვენ უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ალბათ, დღეს აღარც ვიქნებოდით ისეთები, როგორიც ვართ, ამიტომ ისჯება საქართველო. ოპოზიცია არის სათამაშო კამათელი ამ დიდი ძალების ხელში და რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მათ წერილს აქვს უფრო მეტი ჭრა“, - აღნიშნა წულუკიანმა. 
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738831254

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში

„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რა...

შალვა პაპუაშვილი

1738830658

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, - ამის შესახებ პრემ...

ირაკლი კობახიძე

1738828063

მსოფლიო

არგენტინა ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს

არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არგენტინის პრეზიდენტის...

ტრანსგენდერი

1738826675

ახალი ამბები

14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრ...

დაკავება

1738826224

ახალი ამბები

„პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლო თემები ყრია“ - თეა წულუკიანი

„პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლო თემები ყრია. უხეშად ვამბობ, მაგრამ ყრია. გავთქვამ ჩემს თავს და მიფიქრია, მაგალითად, ახლა მე რომ ვიჯდე მეორე მხარეს, რამდენი რამეა სათქმელი. არ იყენებენ [ამ შესაძლებ...

თეა წულუკიანი: