The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.
The New York Times-მა აშშ-ის, სულ მცირე, 17 დაზიანებული ობიექტი და სხვა დანადგარი დააფიქსირა, რომელთაგან ზოგიერთი ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე.
„ჩვენი ანალიზი ეყრდნობა მაღალი რეზოლუციის კომერციულ თანამგზავრულ ფოტოებს, გადამოწმებულ ვიდეოებს სოციალური ქსელებიდან, ასევე ამერიკელი ოფიციალური პირებისა და ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებებს“, - წერს გამოცემა The New York Times-ი.
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, საპასუხო დარტყმების ინტენსივობამ აჩვენა, რომ ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა.
ირანმა ათასობით რაკეტა და დრონი გაისროლა რეგიონის მასშტაბით როგორც აშშ-ის, ასევე მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ობიექტების მიმართულებით.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მათი უმეტესობა გაანეიტრალეს, თუმცა, სულ მცირე, 11 ამერიკული სამხედრო ბაზა ან დანადგარი დაზიანდა, რაც რეგიონში არსებული ყველა მსგავსი ობიექტის თითქმის ნახევარს შეადგენს.
ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ღირებულების შეფასება რთულია. კონგრესის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, პენტაგონის შეფასებით, რომელიც კონგრესს გასულ კვირას წარედგინა, მხოლოდ 28 თებერვალს ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებულმა ერთმა იერიშმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.
ირანის თავდასხმების ტემპი ომის პირველ დღეებთან შედარებით შენელდა, თუმცა დარტყმები მაინც გრძელდება. ალ-უდეიდის, ალი ალ-სალემისა და ალ-დაფრას ავიაბაზები, ბანაკი ბიურინგი და სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა - ყველა მათგანი ერთზე მეტჯერ გახდა თავდასხმის სამიზნე.
ინფრასტრუქტურის მხრივ ამერიკის ყველაზე დიდ დანაკარგებს შორის არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს იცავს.
ირანი სისტემატურად ახორციელებდა დარტყმებს რადარებისა და საკომუნიკაციო სისტემების მიმართულებით, მათ შორის THAAD-ის სისტემის კომპონენტებზე. აღნიშნული სისტემა რადარს იყენებს მთელ რეგიონში შემავალი საჰაერო საფრთხეების თვალთვალისა და განეიტრალებისთვის.
ირანმა ასევე მიიტანა იერიშები აშშ-ის არასამხედრო ობიექტებზე, მათ შორის დუბაის საკონსულოზე, ქუვეითსა და საუდის არაბეთში მდებარე საელჩოებზე, რამაც მათი დროებითი დახურვა გამოიწვია. ამ თავდასხმების შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
1773239347
საზოგადოება„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინა...
1773239242
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გა...
1773237457
მსოფლიოერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომი ირანში უნდა შეწყდეს და დიპლომატიას შანსი მეცეს, რათა მშვიდობა მიღწევადი გახდეს. „ეს ომი უნდა შეწყდეს, ვ...
1773235818
საზოგადოებასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან...
1773235402
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირად...


























