პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან
კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.
მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვინ ისარგებლებდა „ამ ტიპის დანახარჯებით“.
„კორუფციული სქემით, დანაშაულებრივად გახარჯული თანხით თუ ვინ ისარგებლებდა, რა მოცულობით, სად და როდის - ამაზე გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს, თუ ვინ შეძლებდა მისი გარემოცვიდან ამ ტიპის დანახარჯებით სარგებლობას“, - აღნიშნა პროკურორმა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონ ლარამდე გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას თანხის დაბრუნება დაევალათ.
1773241148
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები
რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები, - გ...
1773239347
საზოგადოება„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინა...
1773239242
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გა...
1773237457
მსოფლიოერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომი ირანში უნდა შეწყდეს და დიპლომატიას შანსი მეცეს, რათა მშვიდობა მიღწევადი გახდეს. „ეს ომი უნდა შეწყდეს, ვ...
1773235818
საზოგადოებასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან...



























