შოთა ბერეკაშვილი: არის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მნიშვნელოვან პროდუქტებზე კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე

„ქეშბექი“ არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაზარს, ფასდაკლებები აკეთოს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მან კომისიის სხდომის შეჯამებისას, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა, აღნიშნა, რომ ურთიერთობები უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე, გასაგები და კონკურენცია უფრო გაჯანსაღდეს.

კომისიის თავმჯდომარე ემხრობა ლოგისტიკური ცენტრების შექმნის იდეას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის ბაზარია და ჩვენი ბაზარი აწყობილია „ჰაილო“ მოდელზე, რომელიც არის მაღალი, დაბალი, მოდელი, ნიშნავს, რომ საბაზისო ფასი არის მაღალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები და მომხმარებლის დიდი ნაწილი ამ ფასდაკლებების პროცესში არის ჩართული და 80% ფასდაკლების ფასში ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად არის შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ ისეთი, რომ ამ ჯაჭვში, რომელიც იწყება იმპორტიორი მწარმოებლიდან, დისტრიბუტორიდან და საცალო ქსელიდან, ურთიერთობები გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, გასაგები, კონკურენცია კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ და მიგვაჩნია, რომ არის შესაძლებლობები, ძალიან კარგი იდეები იყო, განსაკუთრებით მომეწონა ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე მაღაზიების მეპატრონეებს, რომ მათ უფრო ეფექტურად მიიღონ პროდუქტი, რაც ლოგისტიკის ჯაჭვში მნიშვნელოვან ხარჯებს ამოაგდებს და ძალიან დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას, რადგან ადგილობრივ მწარმოებელს ზუსტად ეცოდინება, სად შეიძლება ჩააბაროს თავისი პროდუქტი და ქსელებისთვისაც კარგი იქნება.

ასევე, მიმაჩნია, რომ გადახდის ფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნულის სტანდარტიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ბიზნეს პროცესები რგოლში ყველასთვის იყოს გასაგები როგორც მწარმოებლისთვის, ასევე დისტრიბუტორისთვის და საცალო ქსელის ოპერატორებისთვის. ეს კარგია იმიტომ, რომ საშუალებას მისცემს თითოეულ რგოლს, როდესაც გასაგებია, როდის ხდება გადახდები, რომ ბიზნეს პროცესები სწორად დანერგოს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მოვახდინოთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იქ კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში მიმაჩნია, რომ სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, რომ კარგი კორექცია მივიღოთ გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773239242

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გა...

პენიტენციური სამსახური

1773237457

მსოფლიო

ერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომი ირანში უნდა შეწყდეს და დიპლომატიას შანსი მეცეს, რათა მშვიდობა მიღწევადი გახდეს. „ეს ომი უნდა შეწყდეს, ვ...

ერდოღანი

1773235818

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან...

ზოგადი

1773235402

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირად...

ნიკოლოზ სამხარაძე

1773234620

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი