პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გადაიყვანეს, რათა ამ გზით მისთვის შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინათ.

უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი სამარტოო საკანში არ იმყოფება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მიზნით ზეწოლის გამო გადაყვანილ იქნა კარცერში, სადაც ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი არ იმყოფება სამარტოო საკანში (ე.წ კარცერი). პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებული დროებით განთავსებულია შიდა კლასიფიკაციის საკანში (ე.წ საკარანტინე საკანი).

მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა 2025 წლის 06 ნოემბერს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, პენიტენციურ დაწესებულებებში „მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად განთავსებულ იქნა მოშიმშილე პირებთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ზურაბ მენთეშაშვილი ჩვეულებრივ იღებდა და იღებს საკვებს და ასევე სარგებლობდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, მისი გაჩერება ვერ მოხდებოდა მოშიმშილე პირებთან ერთად. აღნიშნულის თაობაზე დაწესებულების მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ საკანში განთავსებული სხვა მოშიმშილე ბრალდებულები.

ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დღესაც განთავსებულია ისეთ საკანში, რომელშიც მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. დაწესებულების დირექტორის მომართვის საფუძველზე, საკანში გადაღებული ჩანაწერის დაარქივება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის დავალების შესაბამისად, ხორციელდება 2025 წლის 26 დეკემბრიდან, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მენთეშაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სისტემატურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და ინტერესების დამცველი ადვოკატი თავად საუბრობს მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დაარქივებული მასალის გასაჯაროებას, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მეთეშაშვილის კონფლიქტი საკვების ერთმანეთისგან ფარულად მიღების გამო. ასევე, ასახულია მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრები.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს და ზურაბ მენთეშაშვილს გამოცხადებული აქვთ შიმშილობა, ორივე ბრალდებული იკვებება სრულყოფილად, იღებენ როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულმა დენის კულანინმა 2026 წლის 17 თებერვალს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, თუმცა მიუხედავად ამისა, შიმშილობის გამოცხადების დღიდან, მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს, როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რასთან დაკავშირებითაც დაწესებულებაში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773235402

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირად...

ნიკოლოზ სამხარაძე

1773234620

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1773234574

საზოგადოება

„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

„ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ...

 იოსებ ღუდუშაური

1773234267

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთ...

ნიკოლ ფაშინიანი

1773233597

ახალი ამბები

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?!

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით...

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი