თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები
რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.
როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საღი აზრი რომ არსებობდეს რადიკალურ ოპოზიციაში, ისინი დაიწყებდნენ უკვე კონსულტაციებს, რათა როგორმე გადაესინჯათ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი ექსტრემისტული პოლიტიკა.
„რადიკალებისთვის კარგი დღე ნამდვილად არ გათენდა. ჯერ მარტო თუ ავიღებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გაკეთებულ განცხადებას, იმ დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, აქაც პირდაპირ რომ ვთქვათ ცივი წყლის გადასმის ეფექტი ჰქონდა რადიკალებზე და მათ პატრონებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მკაფიოდ მოხდა დაგმობა იმ ექსტრემისტული დღის წესრიგისა, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები. აქედან გამომდინარე, რაღაც საღი რომ არსებობდეს დაიწყებდნენ უკვე კონსულტაციებს, რომ როგორმე გადაესინჯათ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი ექსტრემისტული პოლიტიკა. იმდენად მძიმე პოლიტიკურ ჩიხში არიან შესულები, თავადვე შეიყვანეს თავი ამ ჩიხში და ამას გარე პატრონებმაც შეუწყვეს ხელი. ახლა უკვე ძალიან გაუჭირდებათ აქედან გამოსვლა“,- განაცხადა ჭეიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ გადაკვეთა ისეთი წითელი ხაზები, რომლის მიღმაც მხოლოდ ერთი გამოსავალია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელს აღმართავენ კონსტიტუციურ წყობილებაზე, რომლებიც მოინდომებენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებას, კონსტიტუციითვე რაც განსაზღვრულია იმ შედეგს მიიღებენ, რაც პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.
1773237457
მსოფლიოერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომი ირანში უნდა შეწყდეს და დიპლომატიას შანსი მეცეს, რათა მშვიდობა მიღწევადი გახდეს. „ეს ომი უნდა შეწყდეს, ვ...
1773235818
საზოგადოებასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან...
1773235402
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირად...
1773234620
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1773234574
საზოგადოება„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
„ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ...



























