The Telegraph: ზელენსკი რეალობასთან კავშირს კარგავს
უკრაინისთვის მიუწვდომელ და არარეალურ სამხედრო გარიგებებზე ხელის მოწერა ვერ იქნება პასუხი მოახლოებულ პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისზე. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რაკეტებისა და დრონების მიერ უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი ძლიერი დარტყმის ქვეშ მოექცა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორუფციულ სკანდალში გაეხვია, რომელშიც მისი ზოგიერთი უახლოესი მოკავშირე ომისგან სარგებლის მიღებაშია დადანაშაულებული. მისი რეაქცია იყო პარიზში გამგზავრება, რათა საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ემანუელ მაკრონისთვის მხარი დაეჭირა და ხელი მოეწერა 100 ფრანგული Rafale-ის თვითმფრინავის, ასევე Ground Fire 300 რადარისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შესახებ შეთანხმებაზე.
რამდენიმე დღით ადრე ზელენსკი შვედეთის მთავრობასაც დაჰპირდა 150 უახლესი Gripen-ის გამანადგურებლის შეძენას. მან ასევე დადო შეთანხმება საბერძნეთთან ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის შესახებ სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის მომარაგებისთვის.
„ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საკმაოდ გონივრულად ჟღერს. საფრანგეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. კიევს უეჭველად დასჭირდება გამანადგურებლები მომავალი თავდაცვისთვის. უკრაინის იაფფასიან რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულება უკვე დიდი ხანია, სტრატეგიული ამბიციაა. მაგრამ არსებობს ფუნდამენტური პრობლემა: ყველა ეს გარიგება უბრალოდ ფანტაზიას წარმოადგენს. კიევს არ აქვს საკმარისი ფული თავისი 60 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის შავი ხვრელის შესავსებად, რომ აღარაფერი ვთქვათ მილიარდიანი თვითმფრინავის შეძენაზე. უკრაინა თავად აღიარებს, რომ თებერვალში ფული არ ექნება, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება 140 მილიარდი ევროს სესხით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსული აქტივებით, რომლებიც ძირითადად ბელგიის Euroclear-ის საერთაშორისო საბანკო საცავშია განთავსებული“, - წერს The Telegraph.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ სესხის დაფარვის იმედი არ არსებობს, „თუ კრემლი რატომღაც არ იქნება იძულებული, გადაიხადოს ომის რეპარაციები, რაც ძალიან შორეული პერსპექტივაა“. ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ მაშინაც კი, როდესაც ზელენსკი და მაკრონი ერთად დაესწრნენ აღლუმს და ხელი მოაწერეს მემორანდუმებს პარიზის ვილაკუბლეის საჰაერო ბაზაზე, საფრანგეთი კვლავ ადასტურებს, რომ ეწინააღმდეგება რუსული აქტივების კონფისკაციას, რადგან ეშინია სამართლებრივი შედეგების და ინვესტორების მიერ ევროპიდან მათი ფულის გატანის.
გამოცემის თანახმად, კიევში კორუფციული სკანდალი ზუსტად მაშინ აგორდა, როდესაც ზელენსკი აქტიურად ეძებს დაფინანსებას და იარაღს. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა უკრაინის დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, NABU-მ, ზელენსკის უახლოესი წრის რამდენიმე წევრი დაადანაშაულა უკრაინის დაუცველი ატომური ელექტროსადგურებისთვის საჰაერო თავდაცვის მშენებლობიდან ქრთამის აღების სახით 100 მილიონი დოლარის მოპარვაში.
„რადგან ქვეყანაში რუსული დარტყმების გამო ელექტროენერგიის გათიშვის ზრდაა, მსგავსი სავარაუდო სპეკულაციები განსაკუთრებით ამაზრზენია. ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ გასული წლის ივლისში სცადა NABU-ს გამოძიებების შეჩერება სააგენტოს მთავრობის კონტროლის ქვეშ მოქცევით, სანამ ქუჩის საპროტესტო აქციები აიძულებდა მას საკამათო კანონის შეცვლას, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - აღნიშნულია სტატიაში.
The Telegraph-ის თანახმად, ზელენსკი სამშობლოში მხარდაჭერას კარგავს. მისი პარტიის ერთგულმა წევრებმა კი, პრეზიდენტის მარჯვენა ხელის, ანდრეი ერმაკის, გადადგომა მოითხოვეს. ერმაკი ადრე იყო ზელენსკის და ტიმურ მინდიჩის მიერ დაარსებული სატელევიზიო საპროდიუსერო კომპანიის „კვარტალ 95“-ის მთავარი მრჩეველი. მინდიჩი კი NABU-ს კორუფციის საქმის ეპიცენტრშია, რომელიც მის სახლში ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელში გაიქცა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ზელენსკის მიმართ ნდობა 20%-მდე დაეცა და ნაციონალისტები მის ახლო წრეში მყოფი „მოღალატეების“ „ლიკვიდაციას“ მოითხოვენ.
1763527300
ახალი ამბებისაქართველოს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება. გაიმართება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ...
1763498404
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის...
1763497396
საზოგადოებავოლსკი: რა არაბიზაცია და არაბული ქალაქები, უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს
„კომიკურია არა მხოლოდ ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რითაც სურთ, ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად...
1763495914
საზოგადოებანინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: დასაფინანსებლად არანაირი გზების ძებნა არ არის საჭირო. საჭიროა, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს რაში და როგორ იხარჯება თანხა
„დასაფინანსებლად არანაირი გზების ძებნა არ არის საჭირო. საჭიროა, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს რაში და როგორ იხარჯება თანხა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თა...
1763494689
საზოგადოებამახაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტყუილზე: 5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს, რომ რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ევროპის სახალხო პარტიის“...



























