ვოლსკი: რა არაბიზაცია და არაბული ქალაქები, უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს
„კომიკურია არა მხოლოდ ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რითაც სურთ, ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის.
„კომიკურია ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რაც ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს. ამის რესურსი არ გააჩნიათ და ამიტომ ხისტ სიტყვებს იყენებენ. რა არაბიზაცია, რა არაბული ქალაქები, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას საუკეთესო პირობები აქვს. არ არის დაშვებული ის, რომ უკონტროლო მიგრაცია იყოს.
როცა ამაზე მსჯელობს კომიკური ხაზარაძე, მაშინ იმაზეც ილაპარაკოს, ევროპაში რა მდგომარეობაა, როცა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად არანაირი რეგულაცია და ინტერესი არ არის გათვალისწინებული. გააფთრებული შესვლაა მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოში ასეთი არ ხდება“, - აღნიშნავს ვოლსკი.
1763484287
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი
„ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ევროკომი...
1763484120
ახალი ამბებიქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
1763483010
ახალი ამბებიქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. ადვოკატები ამაღლ...
1763481452
საზოგადოებამაია ბითაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა მაია ბითაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,...
1763478456
საზოგადოებაგიორგი ჭოლაძე გახარიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით: ის გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა
„სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გახარია, თავად ამბობდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეო არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აიღო,...



























