მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტყუილზე: 5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს, რომ რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული, საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
„ამ ადამიანებისგან უკვე მერამდენედ ვხედავთ ბუზისგან სპილოს ჩვენებას. 5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის 2 თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თავიანთი EPP-ს პოლიტიკური ოჯახიდან და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს ასევე, რომ სადღაც, რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები, საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.
„მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე მოიძებნება!“, - წერს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.
1763484287
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი
„ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ევროკომი...
1763484120
ახალი ამბებიქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
1763483010
ახალი ამბებიქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. ადვოკატები ამაღლ...
1763481452
საზოგადოებამაია ბითაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა მაია ბითაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,...
1763478456
საზოგადოებაგიორგი ჭოლაძე გახარიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით: ის გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა
„სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გახარია, თავად ამბობდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეო არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აიღო,...



























