ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებს მიეძღვნა.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ბოლო პერიოდში მუდმივი საცხოვრებელი გადაეცა 61 000 ოჯახს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, ჯერ 1992 წელს და შემდეგ 2008 წელს, ამ ტერიტორიებზე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. მუდმივად ილახება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის უფლებები. ეთნიკურად ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა არ ეძლევათ სკოლებში განათლება მიიღონ ქართულ ენაზე. მიმდინარეობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობა, რაც გამოიხატება ქართული ეკლესიების, სასაფლაოებისა და ქართველების სახლების ნგრევით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინელ ლტოლვილებზე, რომლებიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფი 30 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რითაც სარგებლობენ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობენ, რომელიც 17-19 ნოემბერს სტამბოლში ტარდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763484287

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი

„ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ევროკომი...

ვახტანგ ცინცაძე

1763484120

ახალი ამბები

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

პოლიციაპოლიცია

1763483010

ახალი ამბები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. ადვოკატები ამაღლ...

მზია ამაღლობელ

1763481452

საზოგადოება

მაია ბითაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა მაია ბითაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,...

მაია ბითაძე

1763478456

საზოგადოება

გიორგი ჭოლაძე გახარიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით: ის გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა

„სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გახარია, თავად ამბობდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეო არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აიღო,...

გიორგი ჭოლაძე