კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ი. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ყოფით საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული მ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ დ.ი. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1763530069
მსოფლიოThe Telegraph: ზელენსკი რეალობასთან კავშირს კარგავს
უკრაინისთვის მიუწვდომელ და არარეალურ სამხედრო გარიგებებზე ხელის მოწერა ვერ იქნება პასუხი მოახლოებულ პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისზე. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს. როგორც სტატიაში ვკით...
1763528702
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმისთვის, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო მეტად იყოს მართლწესრიგის ქვეშ და თითოეული ადმინისტრაციული გადაცდომა აღარ განმეორდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის შემოთავაზება
იმისთვის, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო მეტად იყოს მართლწესრიგის ქვეშ და თითოეული ადმინისტრაციული გადაცდომა აღარ განმეორდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის შემოთავაზება, - განაცხადა საპროცედურო ს...
1763527300
ახალი ამბებისაქართველოს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება. გაიმართება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ...
1763498404
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის...
1763497396
საზოგადოებავოლსკი: რა არაბიზაცია და არაბული ქალაქები, უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს
„კომიკურია არა მხოლოდ ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რითაც სურთ, ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად...





























