ლევან მახაშვილი: თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, გეოგრაფიას ვერავინ გადაახტება

თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რადგან რაც არ უნდა იყოს, გეოგრაფიას ვერავინ გადაახტება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ილჰამ ალიევის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, საქართველო უცბად ვერ აღმოჩნდება არგენტინის ან ვიეტნამის მეზობელი, გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს.

„ჩვენ უცბად ვერ გავიღვიძებთ და ვერ აღმოვჩნდებით არგენტინის ან ვიეტნამის მეზობელი. ჩვენ ისევ აქ ვიქნებით და გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს. რაც არ უნდა სხვა იდეა, თუ ალტერნატიული შეთავაზებები ჰქონდეს ვინმეს, არსებული ინფრასტრუქტურა იმდენად მყარად არის, საქართველოს არსებული გეოგრაფია იმდენად სტრატეგიულად არის განლაგებული, რომ შეუძლებელი იქნება შუა დერეფნიდან საქართველოს ამოგლეჯა.

იმის გააზრებით, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი დერეფანი, დღევანდელობაში 100%-ით მისი ენერგეტიკული რესურსები გადის საქართველოს გავლით. საქართველო ყველაზე მოკლე გზა არის ევროპამდე ენერგო რესურსების მიღწევის თვალსაზრისით. საქართველოს აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, რაც არსებითად ცვლის სიტუაციას. საქართველოს უკვე აქვს არსებული ინფრასტრუქტურა პორტებიდან დაწყებული, რკინიგზით დამთავრებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს როლი არის უალტერნატივო, საქართველოს ყოველთვის ექნება არსებითად დიდი უპირატესობა სხვა გზებთან შედარებით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775483897

საზოგადოება

ზურაბ ნოღაიდელი: ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს

„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა....

ზურაბ ნოღაიდელი

1775483034

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას

ოპოზიციის მიზანია, რონ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775482519

საზოგადოება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია

მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირ...

მეჰრიბან ალიევა

1775480788

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1775478314

ახალი ამბები

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხად...

მაკა ბოჭორიშვილი