ტრამპმა კანადას დამატებით 10%-იანი ტარიფები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 10%-იანი ტარიფები დააწესა. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპმა განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება „რონალდ რეიგანის ტარიფებთან დაკავშირებული გამოსვლის შესახებ თაღლითური რეკლამის“ გამო მიიღო.
მისი თქმით, რეიგანის ფონდმა განაცხადა, რომ მათ „შექმნეს სარეკლამო კამპანია პრეზიდენტ რონალდ რეიგანის შერჩევითი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოყენებით“. ეს რეკლამა „ამახინჯებს პრეზიდენტის რადიომიმართვას“. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ მისი განცხადებების გამოყენების, ან რედაქტირების ნებართვა არ არსებობდა.
„ამ თაღლითობის ერთადერთი მიზანი იყო კანადის იმედი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო დაეხმარებოდა მას იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის წლების განმავლობაში შეერთებული შტატებისთვის ზიანის მისაყენებლად იყენებდა. შეერთებულ შტატებს ახლა შეუძლია, დაიცვას თავი კანადის მაღალი და გადაჭარბებული ტარიფებისგან (ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ტარიფებისგან!). რონალდ რეიგანს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მიზეზების გამო უყვარდა ტარიფები, მაგრამ კანადამ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა! მათი რეკლამა დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნათ, მაგრამ გუშინ ღამით, მსოფლიო სერიის დროს, მათ ის ეთერში გაუშვეს, რადგან იცოდნენ, რომ ეს თაღლითობა იყო.“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედების გამო“ კანადაზე ტარიფებს დამატებით 10%-ით გაზრდის.
1761464022
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატ...
1761462439
ახალი ამბებისუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრაზე განიხილეს სა...
1761459213
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 26 ოქტომბერს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
26 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში წვიმიანი ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +17 - წვიმა სოხუმი +17 - წვიმა ზუგდიდი +15 - წვიმა მესტია +7 - წვიმა ფოთი +1...
1761422710
მსოფლიოპუტინმა უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების „ძირითადი პირობები“ დაასახელა
რუსეთი აცხადებს მზადყოფნას, განიხილოს უკრაინისთვის სამშვიდობო პირობები. რუსული მხარის თქმით, თუ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდება, დიპლომატიური გადაწყვეტის სწრაფად პოვნაა შესაძლებელი, - ამის შესახ...
1761421513
საზოგადოებაზვიად ავალიანი შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი ევროპული ბიუროკრატია ათეულობით წელია ავსებს ევროპის ქალაქებს მიგრანტებით და ამ პროცესში უზარმაზარ ფულსაც აკეთებს
ამასობაში შვედეთში დაამტკიცეს, რომ არასრულწლოვანის გაუპატიურება არც ისე მძიმე დანაშაული ყოფილა, როგორც ჩვენ აქამდე გვეგონა...ყოველ შემთხვევაში, თუ დამნაშავე მუსლიმი მიგრანტია, ამ ამბავს მაქსიმალურად გ...






























