შსს-მ ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის აქციის 60 მონაწილე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე - გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს. - დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1761464022
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატ...
1761462439
ახალი ამბებისუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრაზე განიხილეს სა...
1761461937
მსოფლიოტრამპმა კანადას დამატებით 10%-იანი ტარიფები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 10%-იანი ტარიფები დააწესა. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა. ტრამპმა განმარტა, რომ მა...
1761459213
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 26 ოქტომბერს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
26 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში წვიმიანი ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +17 - წვიმა სოხუმი +17 - წვიმა ზუგდიდი +15 - წვიმა მესტია +7 - წვიმა ფოთი +1...
1761422710
მსოფლიოპუტინმა უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების „ძირითადი პირობები“ დაასახელა
რუსეთი აცხადებს მზადყოფნას, განიხილოს უკრაინისთვის სამშვიდობო პირობები. რუსული მხარის თქმით, თუ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდება, დიპლომატიური გადაწყვეტის სწრაფად პოვნაა შესაძლებელი, - ამის შესახ...































