პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს დაბადებული ა.ბ. და 1999 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის
„მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.
პოლიციის მიერ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1761464022
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატ...
1761462439
ახალი ამბებისუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრაზე განიხილეს სა...
1761461937
მსოფლიოტრამპმა კანადას დამატებით 10%-იანი ტარიფები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 10%-იანი ტარიფები დააწესა. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა. ტრამპმა განმარტა, რომ მა...
1761459213
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 26 ოქტომბერს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
26 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში წვიმიანი ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +17 - წვიმა სოხუმი +17 - წვიმა ზუგდიდი +15 - წვიმა მესტია +7 - წვიმა ფოთი +1...
1761422710
მსოფლიოპუტინმა უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების „ძირითადი პირობები“ დაასახელა
რუსეთი აცხადებს მზადყოფნას, განიხილოს უკრაინისთვის სამშვიდობო პირობები. რუსული მხარის თქმით, თუ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდება, დიპლომატიური გადაწყვეტის სწრაფად პოვნაა შესაძლებელი, - ამის შესახ...































