„ცაჰალი“: ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ გუშინ, 2026 წლის 17 მარტს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ცაჰალის“ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით და უნიკალური ოპერატიული შესაძლებლობების გამოყენებით, მიიტანეს ზუსტი დარტყმა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, რომელიც ფაქტობრივად ირანული ტერორისტული რეჟიმის ლიდერი იყო. დარტყმა განხორციელდა მაშინ, როცა ის თეირანთან ახლოს იმყოფებოდა“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ლარიჯანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და გავლენიან მოღვაწედ ირანული რეჟიმის რიგებში და უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის უახლოეს თანამებრძოლად.
ცნობები ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
1773745691
საზოგადოებალევან მახაშვილი: 4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას
მმართველი გუნდის შეფასებით, ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების შემდეგ, ევრობიუროკრატები თავის მართლების რეჟიმში არიან. „ქართულ ოცნებაში“ ევროკომისიის პრესსპიკერის იმ განცხადებას აფასებენ, სადაც...
1773745022
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია
საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...
1773744424
ახალი ამბებიკავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვი...
1773744312
ახალი ამბებისამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედე...
1773743349
ახალი ამბებიკახა კალაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საქ...


























